გამოვდივართ ინიციატივით, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის, ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო გააადვილებს რეგულაციებს იმ უმნიშვნელოვანესი სოციალური მიმართულებით, რომელიც საინტერესოა ჩვენი მოსახლეობისთვის.
ფასების ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ექნება საბანკო სისტემასა და საპროცენტო განაკვეთებს.
„ევროპელი სოციალისტები“ მხარს ვუჭერთ ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან რეფორმასა და ინიციატივას, განსაკუთრებით კი იმ ნაბიჯებს, რომლებიც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება.
მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობა მოკლე ვადაში დასრულდეს, რათა დროულად შევუდგეთ ფასების შემცირების პროცესს. ამასთან, ფასების კლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა აისახოს პროდუქციის ხარისხზე — ეს არის პრინციპული და საყურადღებო საკითხი