დღეს, საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი კაკაურიძესთან სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. შეხვედრაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განვიხილეთ. ვიმსჯელეთ ბიუჯეტის დაგეგმილი ცვლილებების ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ასპექტების შესახებ, კერძოდ: ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების მიმდინარე მდგომარეობა და პროგნოზები; ბიუჯეტის შესრულების დინამიკა და ხარჯვითი ნაწილის ხარისხობრივი ანალიზი; ფინანსური რესურსების განაწილების პრიორიტეტები,...




