დღეს, საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი კაკაურიძესთან სამუშაო შეხვედრა გავმართეთ.

დღეს, საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი კაკაურიძესთან სამუშაო შეხვედრა გავმართეთ.

შეხვედრაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განვიხილეთ.

ვიმსჯელეთ ბიუჯეტის დაგეგმილი ცვლილებების ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ასპექტების შესახებ, კერძოდ:

  • ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების მიმდინარე მდგომარეობა და პროგნოზები;
  • ბიუჯეტის შესრულების დინამიკა და ხარჯვითი ნაწილის ხარისხობრივი ანალიზი;
  • ფინანსური რესურსების განაწილების პრიორიტეტები, მათ შორის სოციალური, ეკონომიკური და რეგიონული განვითარების მიმართულებები;
  • სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფისა და ფისკალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.

2025 წლის პროექტის თანახმად, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი 222,6 მილიონი ლარით იზრდება და 32 133,5 მილიონი ლარია.

სახელმიწფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 22,7 მილიონი ლარით იზრდება და 27 583,5 მილიონი ლარია. ასევე იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები და ის ჯამურად 27 952.9 მილიონი ლარია.

განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ აუცილებლობაზე, რომ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმარებას და ფინანსური რესურსების განაწილებას შეეხება, უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდას, ეკონომიკური სტაბილურობის გამყარებასა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.

ჩვენ, „ევროპელი სოციალისტები“ გავაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, განხილვებსა და მონიტორინგში, რათა მიღებული გადაწყვეტილებები სრულად პასუხობდეს ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ მიზნებსა და მოსახლეობის საჭიროებებს.

 

No photo description available.

No photo description available.

 

No photo description available.

 

No photo description available.

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published.

© 2025 | პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“