დღეს, საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი კაკაურიძესთან სამუშაო შეხვედრა გავმართეთ.

დღეს, საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი კაკაურიძესთან სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. შეხვედრაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განვიხილეთ. ვიმსჯელეთ ბიუჯეტის დაგეგმილი ცვლილებების ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ასპექტების შესახებ, კერძოდ: ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების მიმდინარე მდგომარეობა და პროგნოზები; ბიუჯეტის შესრულების დინამიკა და ხარჯვითი ნაწილის ხარისხობრივი ანალიზი; ფინანსური რესურსების განაწილების პრიორიტეტები,...

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შევხვდით.

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შევხვდით. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე. ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ ყველა მიღებული კანონი ემსახურება ქვეყანაში კანონის უზენაესობას, მშვიდობის შენარჩუნებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას. აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირის მხრიდან კრიტიკული შეფასებები, იმის შესახებ, თითქოს და საქართველომ გადაუხვია ევროპული გზისკენ სვლას, არასწორია, რადგან,...

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკურ ჯგუფში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები გაგვაცნო.

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკურ ჯგუფში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები გაგვაცნო. მისასალმებელია ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია და განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია, როგორც ეკონომიკის განვითარებასთან, ასევე, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობასთან. რა თქმა უნდა, შეხვედრაზე ასევე, ვისაუბრეთ არსებული ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად სწორად გამოყენების შესახებ...

© 2025 | პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“