„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკურ ჯგუფში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები გაგვაცნო.

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკურ ჯგუფში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები გაგვაცნო.

მისასალმებელია ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია და განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია, როგორც ეკონომიკის განვითარებასთან, ასევე, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობასთან.

რა თქმა უნდა, შეხვედრაზე ასევე, ვისაუბრეთ არსებული ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად სწორად გამოყენების შესახებ და ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე.

თავის მხრივ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდი ლარია, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობა 30 475, 9 მილიონ ლარს შეადგენს.

2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5,0%-ის ოდენობითაა დაგეგმილი, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს.

ამასთან, ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო წელს 110 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ოთხწლიან პერიოდში 140 მილიარდ ლარზე მეტი იქნება. შესაბამისად, ამ ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული დოვლათის გადანაწილება პრიორიტეტულ მიმართულებებზე მოხდება.

 

No photo description available.

 

No photo description available.

 

No photo description available.

Leave a Reply

Your email address will not be published.

© 2025 | პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“